ჩინური სამედიცინო საბუთების პროფესიონალური თარგმნა

ჩინური სამედიცინო თარგმანი
ჩინური სამედიცინო თარგმანი

რა ტიპის ჩინურ სამედიცინო დოკუმენტებს ვთარგმნით?

ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულისა და ტიპის სამედიცინო საბუთებზე. ქვემოთ მოცემულია ჩვენი სერვისების არასრული ჩამონათვალი:

  • ჩინური სამედიცინო დასკვნების თარგმნა (ეპიკრიზი, დიაგნოზი)

  • ფორმა 100-ის თარგმნა ჩინურად (ჯანმრთელობის ცნობა)

  • რადიოლოგიური კვლევების თარგმნა ჩინურად (MRI, CT, PET, PET/CT და სხვ.)

  • ლაბორატორიული ანალიზების შედეგების თარგმნა ჩინურ ენაზე

  • ჰისტომორფოლოგიური და ბიოფსიის დასკვნების თარგმნა ჩინურად

  • რეცეპტების და წამლის ინსტრუქციების თარგმნა ჩინურ ენაზე

  • ჩინური სამედიცინო სტატიების და კვლევების თარგმნა

  • სადაზღვევო დოკუმენტაციის თარგმნა ჩინურად

  • თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ჩინურ ენაზე

  • ნებისმიერი სხვა ჩინური სამედიცინო დოკუმენტების თარგმანი

ხშირად დასმული კითხვები:

ჩვენი სამუშაო პროცესი: მარტივი, სწრაფი და ზუსტი!

  1. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი: ატვირთეთ თქვენი ფაილი ჩვენს ვებგვერდზე, გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ში (შესაძლებელია თარგმნა ფოტოთი).

  2. მიიღეთ დაზუსტებული ფასი და ვადები: ჩვენი გუნდი შეაფასებს სამუშაოს მოცულობას და დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში.

  3. მიიღეთ გამზადებული თარგმანი: დასრულებულ, ექიმის მიერ შემოწმებულ თარგმანს მიიღებთ თქვენთვის სასურველი ფორმატით.

ჩვენი უპირატესობა: ექიმის მიერ შემოწმებული თარგმანი!

ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ, რამდენიმე ეტაპიან შემოწმების სისტემას. ეს არის გარანტია იმისა, რომ თქვენი ჩინური სამედიცინო დოკუმენტაცია ითარგმნება 100%-ანი სიზუსტით. ექიმის მიერ რედაქტირება: ყველა ნათარგმნ ტექსტს დამატებით ამოწმებს პრაქტიკოსი ექიმი, რომელსაც ესმის ჩინური სამედიცინო ტერმინოლოგია.

  • ორმაგი შემოწმების სისტემა: სამედიცინო დოკუმენტის თარგმანს თავდაპირველად ასრულებს დიპლომირებული მთარგმნელი, რის შემდეგაც მას სრულად ამოწმებს, ასწორებს და საბოლოო სახეს აძლევს მოქმედი, პრაქტიკოსი ექიმი-სპეციალისტი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ჩინურ სამედიცინო ტერმინოლოგიას.

  • სიზუსტის გარანტია: ჩვენი მეთოდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ლინგვისტურ სისწორეს, არამედ კლინიკური შინაარსის აბსოლუტურ სიზუსტეს, რაც გადამწყვეტია ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან კომუნიკაციისას.

  • სრული კონფიდენციალურობა: თქვენი პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.

  • ნოტარიული დამოწმება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებას ოფიციალური წარდგენისთვის.

ჩინეთთან მზარდი სამედიცინო და ბიზნეს კავშირების ფონზე, ჩინურენოვანი დოკუმენტაციის ზუსტი თარგმნა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ჩინური იეროგლიფური დამწერლობისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის სირთულის გამო, უმაღლესი სიზუსტე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ჩინური სამედიცინო თარგმანის უნიკალურ სერვისს, რომელიც დამოწმებულია ექიმების მიერ.

რა არის ჩინური სამედიცინო დოკუმენტის თარგმნის ფასი?

ჩინური სამედიცინო საბუთების თარგმნის ფასი დამოკიდებულია დოკუმენტის სირთულესა და მოცულობაზე. ზუსტი ფასის განსასაზღვრად, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები შესაფასებლად.

რა დრო სჭირდება თარგმნას?

ჩინური სამედიცინო დოკუმენტების თარგმნის სტანდარტული ვადაა 4-5 სამუშაო დღე. სასწრაფო შეკვეთებისთვის გვაქვს დაჩქარებული თარგმნის მომსახურება.

შესაძლებელია თუ არა თარგმანის ნოტარიულად დამოწმება დისტანციურად?

დიახ, ჩვენ ვთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს როგორც თარგმნას, ისე ნოტარიულად დამოწმებას, მათ შორის დისტანციურად.

გჭირდებათ ზუსტი და სანდო სამედიცინო თარგმანი ჩინურ ენაზე?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია და თქვენს დოკუმენტზე მორგებული ფასი.