იტალიური სამედიცინო საბუთების თარგმნა

იტალიური სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა
იტალიური სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა

რა ტიპის იტალიურ სამედიცინო დოკუმენტებს ვთარგმნით?

ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულისა და ტიპის სამედიცინო საბუთებზე. ქვემოთ მოცემულია ჩვენი სერვისების არასრული ჩამონათვალი:

  • იტალიური სამედიცინო დასკვნების თარგმნა (ეპიკრიზი, დიაგნოზი)

  • ფორმა 100-ის თარგმნა იტალიურად (ჯანმრთელობის ცნობა)

  • რადიოლოგიური კვლევების თარგმნა იტალიურად (MRI, CT, PET, PET/CT და სხვ.)

  • ლაბორატორიული ანალიზების შედეგების თარგმნა იტალიურ ენაზე

  • ჰისტომორფოლოგიური და ბიოფსიის დასკვნების თარგმნა იტალიურად

  • რეცეპტების და წამლის ინსტრუქციების თარგმნა იტალიურ ენაზე

  • სამედიცინო სტატიების და კვლევების თარგმნა იტალიურად

  • სადაზღვევო დოკუმენტაციის თარგმნა იტალიურად

  • თარგმნა და ნოტარიული დამოწმება იტალიურ ენაზე

  • ნებისმიერი სხვა იტალიური სამედიცინო დოკუმენტების თარგმანი

ხშირად დასმული კითხვები:

ჩვენი სამუშაო პროცესი: მარტივი, სწრაფი და ზუსტი!

  1. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი: ატვირთეთ თქვენი ფაილი ჩვენს ვებგვერდზე, გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ში (შესაძლებელია თარგმნა ფოტოთი).

  2. მიიღეთ დაზუსტებული ფასი და ვადები: ჩვენი გუნდი შეაფასებს სამუშაოს მოცულობას და დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში.

  3. მიიღეთ გამზადებული თარგმანი: დასრულებულ, ექიმის მიერ შემოწმებულ თარგმანს მიიღებთ თქვენთვის სასურველი ფორმატით.

ჩვენი უპირატესობა: ექიმის მიერ შემოწმებული თარგმანი!

ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ, რამდენიმე ეტაპიან შემოწმების სისტემას. ეს არის გარანტია იმისა, რომ თქვენი იტალიური სამედიცინო დოკუმენტაცია ითარგმნება 100%-ანი სიზუსტით. ექიმის მიერ რედაქტირება: ყველა ნათარგმნ ტექსტს დამატებით ამოწმებს პრაქტიკოსი ექიმი, რომელსაც ესმის იტალიური სამედიცინო ტერმინოლოგია.

  • ორმაგი შემოწმების სისტემა: სამედიცინო დოკუმენტის თარგმანს თავდაპირველად ასრულებს დიპლომირებული მთარგმნელი, რის შემდეგაც მას სრულად ამოწმებს, ასწორებს და საბოლოო სახეს აძლევს მოქმედი, პრაქტიკოსი ექიმი-სპეციალისტი, რომელიც სრულყოფილად ფლობს იტალიურ სამედიცინო ტერმინოლოგიას.

  • სიზუსტის გარანტია: ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტერმინოლოგიურ ბაზებს და ვიცავთ იტალიის კლინიკების მიერ დადგენილ სტანდარტებს.

  • სრული კონფიდენციალურობა: თქვენი პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.

  • ნოტარიული დამოწმება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებას ოფიციალური წარდგენისთვის.

გჭირდებათ სამედიცინო დოკუმენტაციის ზუსტი და სანდო თარგმანი იტალიურად? ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო თარგმანს იტალიურად, რომელიც სრულად შემოწმებულია კვალიფიციური ექიმების მიერ. ჩვენ გვესმის, რომ სამედიცინო თარგმანის სიზუსტე პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეული დოკუმენტის უშეცდომო თარგმნაა.

რა არის სამედიცინო დოკუმენტის თარგმნის ფასი იტალიურ ენაზე?

იტალიური სამედიცინო საბუთების თარგმნის ფასი დამოკიდებულია დოკუმენტის სირთულესა და მოცულობაზე. ზუსტი ფასის განსასაზღვრად, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები შესაფასებლად.

რა დრო სჭირდება თარგმნას?

იტალიური სამედიცინო დოკუმენტების თარგმნის სტანდარტული ვადაა 1-2 სამუშაო დღე. სასწრაფო შეკვეთებისთვის გვაქვს დაჩქარებული თარგმნის მომსახურება.

შესაძლებელია თუ არა თარგმანის ნოტარიულად დამოწმება დისტანციურად?

დიახ, ჩვენ ვთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს როგორც თარგმნას, ისე ნოტარიულად დამოწმებას, მათ შორის დისტანციურად.

გჭირდებათ ზუსტი და სანდო სამედიცინო თარგმანი იტალიურ ენაზე?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია და თქვენს დოკუმენტზე მორგებული ფასი.